12-13 ნოემბერს ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება
12-13 ნოემბერს, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემია ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეროვნული პირველობის ჩატარებამდე, 1 ნოემბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში შესარჩევი ეტაპი გაიმართა. საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლა ნებაყოფლობითია და ნაკრების ლიდერებიდან რამდენიმე ძიუდოისტი არ იჭიდავებს. ავთანდილ ჭრიკიშვილს (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანს (90 კგ) ტრამვები აქვთ, ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) ამბავს კი მწვრთნელები გადაწყვეტენ.