ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გუნდიდან ნაადრევად დათხოვნის შემთხვევაში კომპენსაციის სახით 40 მილიონ ევროს მიიღებს.
საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ სატიტულო სპონსორ „ყატარის ავიახაზებთან“ ახალ კონტრაქტს ორჯერ უფრო გაუმჯობესებული პირობებით გააფორმებს.
ინგლისის „ევერტონის“ ნახევარმცველი ტომ კლევერლი თავის სახლში გაძარცვეს.
ომარ თეთრაძე შესაძლოა რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე კრასნოარსკის „ენისეის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნონ.
ბრაზილიის „სან-პაულუს“ მთავარმა მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ კლუბი დატოვა, რათა მექსიკის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სათავეში ჩაუდგეს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი ანტონი მარსიალი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიის სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ესპანეთის პროკურატურამ არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის გადასახადების დამალვის ბრალდება მოუხსნა.
ბადრი კვარაცხელია საფეხბურთო კლუბ მარტვილის „მერანის“ მთავარ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
საქართველოსა 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები არსებობის ისტორიაში ესპანელ თანატოლებს ოთხჯერ შეხვედრია და ქულაც არ აუღია.
დონეცკის „ოლიმპიკის“ მეკარე ზაურ მახარაძე უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.