ფიბა-ს გენერალური მდივნის მრჩევლის სამუშაო ვიზიტი საქართველოში
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ფიბა-ს გენერალური მდივნის, პატრიკ ბაუმანის მრჩეველი, ლიუბომირ კოტლება. ფიბა-ს ჩინოსანი იმ პროგრამის ფარგლებშია ჩამოსული, რომელსაც ეროვნული საკალათბურთო ფედერაციების სტრუქტურების, ინფრასტრუქტურის, მუშაობის პრინციპებისა და სხვა სტრატეგიული საკითხების შესწასვლა და შემდგომში, შესაბამისი დასკვნის გაკეთების შემდეგ, საჭირო მიმართულებით დახმარების გაწევა ევალება.