19-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში მოიგო. გელა ტუკვაძის გუნდმა გუშინ აზერბაიჯანელ თანატოლებს 26:3 სძლია!
ქართველმა ვაჟმა და ქალმა მოჭადრაკეებმა ბაქოში მიმდინარე ოლიმპიადის მე-9 ტური წარმატებულად დაასრულეს. ქართველმა ვაჟებმა უნგრეთს 2.5:1.5 სძლიეს, 14 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით მე-4 ადგილზე გადაინაცვლეს.
ჰოლანდიაში დაიწყო 19-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს. გელა ტუკვაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მატჩი გამართა და ევროპირველობის ერთ-ერთ ფავორიტ ხორვატიის ნაკრებთან 6:13 დამარცხდა.
ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა, რომელმაც ფინალური ორთაბრძოლა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 6:7, 6:4, 7:5, 6:3 მოუგო.
10-11 სექტემბერს კარატეს საერთაშორისო ტურნირი Batumi Cup 2016 გაიმართა. ტურნირის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო.
„წყალბურთის აკადემიის" მოწვევით თბილისში ჩამოვიდა და „ოლიმპიკის" საცურაო აუზში სემინარებს მართავს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვთა კლუბის ,,იადრან ჰერცეგ ნოვის" მწვრთნელი სრდან ლაზარევიჩი.
8-17 სექტემბერს რიოში პარალიმპური თამაშები სპორტის 23 სახეობაში გაიმართება. რიოს პარალიმპური თამაშების ლიცენზია ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა მოიპოვა, ამათგან მედლის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს (90 კგ) ექნება, რომელიც ბრაზილიაში ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის წევრებს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა.
7 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა.
საქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ალპენში 11-18 სექტემბერს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.