ქართველი პარალიმპელები რიოში მიემგზავრებიან (ვიდეო)
31 აგვისტოს, 09:30 საათზე, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველი პარასპორტსმენების გაცილების ცერემონია გაიმართა. პარალიმპელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ნარმანია შეხვდნენ და წარმატება უსურვეს.