რიო 2016: ხინჩეგაშვილი ნახევარფინალშია!
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57 კგ) ბრწყინვალედ იჭიდავა მე-1/4 ფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან, მეტოქეც დაამარცხა და მსაჯებიც. მიკერძოების მიუხედავად, ქართველმა ფალავანმა ურთულესი შეხვედრა 5:3 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს დაუპირისპირდება.