მინისტრი ფიდეს აღმასრულებელ დირექტორს ჭადრაკის სრულ მხარდაჭერას დაპირდა (ვიდეო)
8 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პირველ მოადგილე აკაკი ლოდიასთან და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესთან ერთად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილს და ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის - ფიდეს აღმასრულებელ დირექტორს, ჯეფრი ბორგს სამინისტროში შეხვდა.