საქართველოს დელეგაციამ საჭადრაკო ოლიმპიადის დროშა ჩაიბარა (ვიდეო)
ბაქოში დასრულდა საჭადრაკო ოლიმპიადა, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში მინისტრთან ერთად ოლიპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე შედიოდნენ 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის დროშა ოფიციალურად ჩაიბარა.