Wings for Life მსოფლიო რბენის პრეზენტაცია სამინისტროში (ვიდეო)
8 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პროექტის Wings for Life მსოფლიო რბენა, პრეზენტაცია და პრესკონფერენცია გაიმართა. სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run 8 მაისს ლოპოტას ხეობაში უკვე მესამედ ჩატარდება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.