ახალგაზრდული ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე მატჩი მოიგო. მასპინძლების გამარჯვება სათამაშო კლასმა, ტექნიკურმა თვისებებმა განაპირობა. სათამაშო უპირატესობა ქართველთა მხარეს იყო, თუმცა მეორე ტაიმში, 3 გოლის გატანის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოეშვნენ, მოტივაციის ნაკლებობა ნამდვილად ეტყობოდათ.