ტანიევიჩმა მონტენეგროში მობილიზაცია გამოაცხადა
ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა კონკურენტმა მონტენეგრომ გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, 69 წლის ბოგდან ტანიევიჩმა პრესკონფერენცია მოიწვია, რომელზეც ის 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგანაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ნაკრების 12 მოთამაშე შეირჩევა.