ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ქართველი გამოვიდა
აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. მსოფლიოს პირველობაზე მედლებთან ერთად რიოს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა, ამიტომ ჰიუსტონში წარმატებით გამოსვლა ორმაგად მნიშვნელოვანია.