სამბისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ
13-16 ნოემბერს, სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატს მაროკოს დედაქალაქი კასაბლანკა მასპინძლობს. სამბოს მსოფლიოს პირველობა აფრიკის კონტინენტზე პირველად ჩატარდება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა მაროკოში 9 ვაჟი და 4 გოგონა წაიყვანა. ბაქოს ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე სამბისტებმა 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც მათთვის უჩვეულო შედეგია. როგორც წესი ქართველი სამბისტები ევროპის და მსოფლიოს პირველობას ოქროს გარეშე არ ტოვებენ. მაროკოში გენადი ჩირგაძე (52 კგ) და ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ)