მოკრივეების ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი დებრეცენიდან
უნგრულ დებრეცენში, მოკრივეთა შორის იშტვან ბოშკაის საერთაშორისო მემორიალი ჩატარდა, სადაც ქართველი მოკრივეები: სევერიან ჭილაძე (56 კგ), ოთარ ერანოსიანი (60 კგ), გელა აბაშიძე (69 კგ), ლევან კაჟაშვილი (75 კგ), იაგო კიზირია (81 კგ), ლევან გულედანი (91 კგ) და მიხეილ ბახტიძე (+91 კგ) გამოვიდნენ.