სოციალურ დახმარებას 400-მდე ვეტერანი სპორტსმენი მიიღებს (ვიდეო)
3 თებერვალს, სამინისტროში, საქართველოს მთავრობის ჯილდოზე წარდგენის, სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭების და სოციალური საკითხების შესახებ კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა დღის წესრიგის მიხედვით რამდენიმე საკითხი განიხილა.