ტარიელ ხეჩიკაშვილი წარმატებულ სამბისტებს შეხვდა (ვიდეო)
27 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი „ქართული სპორტის" მუზეუმში სამბისტთა ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. პრესკონფერენციას დაესწრნენ სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ჯონდო მუზაშვილი.