რიო 2016: შვიდკაცა რაგბის ტურნირი ფიჯიმ მოიგო!
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამართული შვიდკაცა რაგბის პირველი ტურნირის გამარჯვებული ფიჯის ნაკრები გახდა. მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე რაგბის დებიუტი შედგა, ფიჯელებმა კი ახალი ისტორია შექმნეს, პირველი შეჯიბრების გამარჯვბულები გახდნენ. მათ ფინალურ შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს სოლიდური სხვაობით 43:7 მოუგეს.