რიოში ძიუდოისტები დაწყვილდნენ
5 აგვისტოს, რიოში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები გაიხსნება, დღესვე შეჯიბრებაში ჩაერთვებიან ქართველი ოლიმპიელები, მშვილდოსნები. საკვალიფიკაციო გასროლა ექნებათ ინდივიდუალურ ჩათვლაში ხათუნა ნარიმანიძეს, ქრისტინე ესებუას და იულია ლობჟანიძეს. აქ ნაჩვენები შედეგების მიხედვით გაირკვევა, საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრებას რომელ ნაკრებთან დაპირისპირებით დაიწყებს. რიოში კენჭისყრის შემდეგ გაირკვა ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობა. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოს ნაკრები 8 სპორტსმენით გამოვა