რიო 2016: ქართველი პარალიმპელების გამოსვლის განრიგი (ვიდეო)
8-17 სექტემბერს რიოში პარალიმპური თამაშები სპორტის 23 სახეობაში გაიმართება. რიოს პარალიმპური თამაშების ლიცენზია ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა მოიპოვა, ამათგან მედლის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს (90 კგ) ექნება, რომელიც ბრაზილიაში ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა.