ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონატზე გამოვა
11-13 ნოემბერს საჩხერეში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირში, რომელიც ტრადიციულად წარმომადგენლობითი და ყოველთვის საინტერესოა, წელს მონაწილეობას ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლოის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე და ასევე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე მიიღებენ.