ხეცურიანს მედლისთვის საბრძოლველად მეოთხედფინალში გამარჯვება დააკლდა
რიოში მიმდინარე პარაოლიმპიადაზე, რაპირით მოფარიკავე ქალთა ბე-კატეგორიის ტურნირზე ქართველი ირმა ხეცურიანიც გამოდიოდა, რომელმაც ჯგუფში ჯერ ბელორუს მაკრიცკასთან წააგო 5-2, შემდეგ ჩინელ იაო ფანთან დამარცხდა 5-3, რის შემდეგაც მომავალ პარაოლიმპიურ ჩემპიონ ვიო ბებესთან პირწმინდად 5-0 დათმო დუელი.