თბილისის „ჯორჯიანსი“ („თელასი“) უეფას თასის ძირითადი რაუნდის პირველი ჯგუფიდან ელიტ რაუნდში ვერ გავიდა.
თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგაში შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა “ტრაბზონსფორმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. ამჯერად, ტრაბზონელები სახლში „ქონიასფორთან“ 1:2 დამარცხდნენ.
წაუგებელ სერიას აგრძელებს ბოლნისის სიონი, რომელმაც დღეს საკუთარ მოედანზე მარტვილის მერანი დაამარცხა.
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ, ევრო-2017-ის შესარჩევ ციკლში, უახლოესი ორი საშინაო მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ფუტსალში უეფას თასის ძირითადი რაუნდის პირველ ჯგუფში, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში თბილისის „ჯორჯიანსმა“ („თელასი“) მეორე მატჩი ჩაატარა და რუსეთის „იუგრასთან“ 2:13 წააგო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეხუთე პრეზიდენტად ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი აირჩიეს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურში ჯაბა კანკავას ''რეიმსმა'' სტუმრად ''ლიონთან'' 0:1 წააგო.