ლიოვმა ირლანდიისთვის და საქართველოსთვის შემადგენლობა დაასახელა
გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, 8 ოქტომბერს სტუმრად ირლანდიის, ხოლო 11 ოქტომბერს სახლში საქართველოს ნაკრებებთან გასამართი მატჩებისთვის, შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.