
ფაჩულიას "დალასი" "დენვერთან" დამარცხდა
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" სეზონისწინა საჩვენებელი თამაში "დენვერთან" გამართა და 10-ქულიანი სხვაობით, 86-96 დამარცხდა.
დალასელთა ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 22 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში ზაზამ სამიდან ერთი ორქულიანი ისროლა ზუსტად და ორი საჯარიმოც მოათავსა მეტოქის კალათში, რაც საერთო ჯამში 4 ქულას უდრის. გარდა ამისა ფაჩულიამ საკუთარ ანგარიშზე 8 მოხსნა მიითვალა და 1 ასისტიც შეასრულა.
მომდევნო მატჩს "დალასი" 8 ოქტომბერს "ჰიუსტონის" წინააღმეგ გამართავს.