ყველა სპორტული სიახლე

''აპოელის'' მორიგი გამარჯვება კვიპროსის ჩემპიონატში

კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ''აპოელმა'' საკუთარ მოედანზე ''ახნასი'' მიიღო და 3:0 დაამარცხა. ქეცბაიას გუნდი ზედიზედ 5 ტურია ისე იგებს, მინიმუმ სამ გოლს იტანს, თანაც ისე რომ გოლს არ უშვებს. ''აპოელმა'' 9 ტურში 41 გოლი გაიტანა და მხოლოდ 5 გაუშვა. ქეცბაიას გუნდი ''ახნასთან'' მატჩში ჩარალამბიდისმა 69-ე წუთზე დააწინაურა, 84-ე წუთზე დე ვინსენტიმ მეორე გოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ოლივეირამ 90-ე წუთზე დააფიქსირა. ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა ''ახნასში'' სრულად ითამაშა, ხოლო ფორვარდი ბექა ტუღში სათადარიგოთა სკამზ ჯდომით შემოიფარგლა.  ქართველი მწვრთნელის გუნდს 25 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩი ''აპოელს'', სტუმრად უჩა ლობჟანიძის ''ომონიასთან'' აქვს. ''ახნასი'' 8 ქულით მეთერთმეტეა.

ფეხბურთი, ავტოსპორტი, პარასპორტი, ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ