
ქართველი ფეხბურთელების გოლები ბელარუსის ჩემპიონატში (ვიდეო)
ბელარუსის პრემიერლიგის მე-7 ტურში მოზირის ''სლავიამ'' შინ 6:2 დაამარცხა საფეხბურთო კლუბი ''მინსკი.''
მასპინძელთაგან დუბლი 22 წლის ქართველმა მცველმა პაპუნა მოსემღვდლიშვილმა შეასრულა, სტუმართა მხრიდან მეორე გოლი კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ვალერიან გვილიამ გაიტანა.
გამარჯვებულთაგან მოსემღვდლიშვილმა მატჩის დასაწყისში, მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა, მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება ვალერიან გვილიას გოლს, 21 წლის ნახევარმცველმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და 24-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო.
ვალერიან გვილიამ და პაპუნა მოსემღვდლიშვილმა სრულად ითამაშეს. მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე ჩაერთო თამაშში 25 წლის შემტევი ირაკლი აფხაზავა.
''მინსკის'' სამატჩო განაცხადში მოხვდა 19 წლის მეკარე ჯემალ ხურცობაძე, თუმცა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ირაკლი აფხაზავა თბილისის ''ლოკომოტივსა'' და ფოთის ''კოლხეთში'' ასპარეზობდა.2013-14 წლების სეზონი ესპანეთის სეგუნდა ბ-ს კლუბ ''კულტურალ ლეონესაში'' გაატარა, 2014 წლიდან მოზირის ''სლავიას'' წევრია.
რაც შეეხება მოსემღვდლიშვილს, მას სლავიას ამჟამინდელი კლუბის გარდა''სასკოსა'' და ბოლნისის ''სიონში'' უთამაშია. მიმდინარე წელს ''სლავიას'' ფეხბურთელი გახდა.
მოსემღვდლიშვილის პირველი გოლი - 0:20-დან.
გვილიას გოლი - 2:33-დან
მოსემღვდლიშვილის მეორე გოლი - 5:17-დან
მთავარ ფოტოზე: პაპუნა მოსემღვდლიშვილი 5-ნომრიანი მაისურით და ვალერიან გვილია
ფოტო/ვიდეო: fcslavia.by