ყველა სპორტული სიახლე

პროკურატურამ მესის ბრალდება მოუხსნა

ესპანეთის პროკურატურამ არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის გადასახადების დამალვის ბრალდება მოუხსნა.

BBC-ის ცნობით, ამჟამად გამოძიება მხოლოდ ფეხბურთელის მამის ხორხე მესის მისამართით გრძელდება, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 18-თვიანი პატიმრობა და 2 მილიონი ევრო ჯარიმა ელის.

კატალონიური კლუბის მოთამაშეს და მამამისს 4 მილიონი ევროს გადასახადების დამალვას ედავებოდნენ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ უფროსი მესი ესპანეთის ბიუჯეტში ფულს ბელიზსა და ურუგვაიში დარეგისტრირებული ოფშერული კომპანიების დახმარებით 2007-2009 წლებში არ იხდიდა.

მესის დვოკატი ირწმუნებოდა, რომ მის კლიენტი რაიმე კონტრაქტების დეტალებში არასოდეს იხედებდა და ამიტომ, გადასახადების დამალვის შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა, ჯერ კიდევ ივნისში ბარსელონას უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს არგუმენტი თაღლითობის გამამართლებელი არაა. ამის მიუხედავად, არგენტინელს ბრალდება მაინც მოუხსნეს.

2013 წლის აგვისტოში მესიმ და მამამისმა ნებაყოფილობით „მაკორექტირებელი გადასახადის“ სახით 5 მილიონი ევრო გაიღეს, რაც იმ თანხას პლუს პროცენტების ტოლფასი იყო, რომლის დამალვასაც მამა-შვილს ედავებოდნენ.

ფეხბურთი, ავტოსპორტი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ