ყველა სპორტული სიახლე

მექსიკის ეტაპის კვალიფიკაცია როსბერგმა მოიგო

ფორმულა 1-ში მექსიკის გრან-პრის საკვალიფიკაციო რბოლა გაიმართა.. პირველი ორი ადგილი "მერსედესის" პილოტებმა, ნიკო როსბერგმა და ლიუის ჰემილტონმა მოიპოვეს. მესამე პოზიციიდან რბოლას "ფერარის" პილოტი, სებასტიან ფეტელი დაიწყებს. "ფერარის" მეორე პილოტმა,კიმი რაიკონენმა კვალიფიკაციაზე მე-15 პოზიცია დაიკავა, თუმცა მისი ბოლიდი მესამე ტესტზე მწყობრიდან გამოვიდა და გადაცემათა კოლოფისა და ძრავის გამოცვლა დასჭირდა. სეზონისთვის განკუთვნილი სათადარიგო ნაწილები "ფერარიში" უკვე ამოეწურათ, რის გამოც ფინელი 5 პოზიციით დააჯარიმეს.

1. ნიკო როსბერგი (მერსედესი)  — 1:19.480 2. ლიუის ჰემილტონი (მერსედესი)  +0.188 3. სებასტიან ფეტელი (ფერარი)  +0.370 4. დანიილ კვიატი (რედ ბული) +0.918 5. დანიელ რიკარდო (რედ ბული) +0.919 6. ვალტერი ბოტასი (უილიამსი) +0.968 7. ფელიპე მასა (უილიამსი)  +1.087 8. მაქს ფერსტაპენ (ტორო როსო) +1.230 9. სერხიო პერესი (ფორს ინდია)  +1.236 10. ნიკო ხიულკენბერგი (ფორს ინდია) +1.308

კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ პილოტებმა მცირე კომენატარები გააკეთეს:

"სტარტისთვის მეორე და მესამე პოზიცია საუკეთესოა. მოსახვევამდე სტარტიდან დიდი მანძილია. ამიტომ, ჩემი პოზიციით კმაყოფილი ვარ" - განაცხადა ჰემილტონმა.

"ვფიქრობდი, რომ მერსედესთან უფრო ახლოს ვიქნებოდით. თავიანთი სიძლიერე მათ კვლავ დაამტკიცეს. რბოლის დროს ყველაფერს გავაკეთებთ. აქ საბრძოლველად ჩამოვედით" - ამბობს ფეტელი.
 

ფეხბურთი, ავტოსპორტი, პარასპორტი, ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ