ყველა სპორტული სიახლე

ევროლიგის გამარჯვებული ცსკა გახდა (ვიდეო)

ბერლინში საკალათბურთო ევროლიგის გადამწყვეტი შეხვედრები შედგა. 

სათამაშო დღის პირველმა შეხვედრამ ტურნირის მესამე ადგილის მფლობელის ვინაობა გამოავლინა და ის კრასნოდარის "ლოკომოტივი" გახდა, რომელმაც თორნიკე შენგელიას "ლაბორალი" 10-ქულიანი სხვაობით, 85:75 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი ოთხთა ფინალს ტრავმის გამო ტოვებდა. ესპანური კლუბის შემადგენლობში 25 ქულით საუკეთესო დარიუს ადამსი გახდა, ხოლო კრასნოდარელებს 21-21 ქულით მალკოლმ დელეინიმ და რაიან ბროკჰოფმა ულიდერეს. 

ლაბორალი - ლოკომოტივი 75:85 

სრული სტატისტიკა


ფინალური შეხვედრა კი ძალზედ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ოვერტაიმში გადაწყდა.

მოსკოვის ცსკა სტამბოლის "ფენერბაჰჩეს" მთელი მატჩის განმავლობაში უგებდა, თუმცა დასვკნითი პერიოდი თურქული კლუბის კალათბურთელებმა კარგად ჩაატარეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს, სადაც მოსკოველებმა გამოფხიზლება შეძლეს და მატჩიც მოიგეს - 101:96. 

"ფენერის" შემადგენლობაში ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანმა შეხვედრა 5 ქულით დაასრულა, სტამბოლელთა რიგებში საუკეთესო კი 17 ქულით ბობი დიქსონი იყო. ფინალური მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი ცსკა-ს ფრანგი უკანახაზელი, ნანდო დე კოლო გახდა, რომელმაც თამაში 22 ქულით დაასრულა. 

ფენერბაჰჩე - ცსკა 96:101

სრული სტატისტიკა

კალათბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ