ყველა სპორტული სიახლე

დავით ხარაზიშვილის ვერცხლი

რიგაში (ლატვია) გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ნახევარ-მარათონში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მიიღო ქართველმა მორბენალმა დავით ხარაზიშვილმა. მან 21-კილომეტრიანი დისტანცია საათსა და 5 წუთში დაფარა. შეჯიბრებაში 65 ქვეყნის 33590 მორბენალი მონაწილეობდა, მათ შორის - ლონდონის, ბერლინის, ჩიკაგოს და ნიუ-იორკის მარათონის გამარჯვებულები და პრიზიორები. მოგეხსენებათ, დათო არის საქართველოს ისტორიაში პირველი მარათონელი მძლეოსანი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.



www.geonoc.org.ge

მძლეოსნობა

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ