ყველა სპორტული სიახლე

ფორმულა 1: "მერსედესების" შეჯახება და 18 წლის გამარჯვებული ესპანეთის ეტაპზე (ვიდეო)

ჰოლანდიელმა მრბოლელმა, მაქს ფერსტაპენმა „რედ ბულში" სადებიუტო რბოლა ესპნაეთის გრან პრის მოგებით აღნიშნა და ფორმულა 1-ის ისტორიაში 18 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი გახდა, რომელმაც გრან პრის მოგება შეძლო.

ესპანური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა კიმი რაიკონენმა, ხოლო „ფერარის“ კიდევ ერთმა მრბოლელმა, სებასტიან ფეტელმა მესამე პოზიცია დაიკავა.

აღსანიშანვია, რომ რბოლა ლიდერების, „მერსედესის“ ორი მრბოლელის, ნიკო როსბერგისა და ლიუის ჰემილტონის შეჯახებით დაიწყო, რომლებმაც ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

ფორმულა 1. ესპანეთის გრან პრი

1. მქს ფერსტაპენი (Red Bull Racing) — 66 წრე
2. კიმი რაიკონენი (Scuderia Ferrari) +0.616
3. სებასტიან ფეტელი (Scuderia Ferrari) +5.581
4. დანიელ რიკარდო (Red Bull Racing) +43.950
5. ვალტერი ბოტასი (Williams) +45.271
6. კარლოს საინსი (Scuderia Toro Rosso) +1:01.395
7. სერხიო პერესი (Force India) +1:19.538
8. ფელიპე მასა (Williams) +1:20.707
9. ჯენსონ ბატონი (McLaren) +1 წრე
10. დანიილ კვიატი (Scuderia Toro Rosso) +1 წრე

ფეხბურთი, ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ