ყველა სპორტული სიახლე

ვესტბრუკის ზღაპრული მატჩი და „ოკლაჰომას“ გამარჯვება (ვიდეო)

„ოკლაჰომამ“ მოქმედი ჩემპიონი „გოლდენ სტეიტი“ სტუმრად 108:102 დაამარცხა და მოედნის უპირატესობა მიიღო. მასპინძლებმა ტაიმი 13 ქულით მოიგეს და თითქოს მატჩი გამარჯვებისკენაც მიჰყავდათ, მაგრამ მეორე ნახევარში რასელ ვესტბრუკმა საგრძნობლად მოუმატა, მთლიანობაში არაამქვეყნიურად მაგარი მატჩი ჩაატარა და ქულების უმეტესობაც გადამწყვეტ მომენტში ჩააგდო.

ვესტბრუკმა 27 ქულას, 6 მოხსნა, 12 პასი და 7 ჩაჭრა დაუმატა. 26 ქულა და 12 მოხსნა იყო კევინ დურანტის ანგარიშზე, ორმაგი დუბლი „ოკლაჰომას“ კიდევ ორ მოთამაშეს ჰქონდა - სერჟ იბაკამ, 11 ქულა და 11 მოხსნა, ხოლო სტივენ ადამსმა 16 ქულა და 12 მოხსნა ჩაიწერა. "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა სტეფ კარიმ 26 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი დააგროვა, 25 ქულა და 9 მოხსნა მოიპოვა კლეი ტომპსონმა.



კალათბურთი, მსოფლიო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ