ყველა სპორტული სიახლე

სამბისტების 12 მედალი ევროპირველობიდან

ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი გოგონებს შორის გახდა - ნინო ოძელაშვილი (72), რაც ქართული სამბოს ისტორიაში პირველად მოხდა. ვაჟებს შორის ჩემპიონის ტიტული ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), ნიკო კუციამ (82) და ბექა ბერძენიშვილმა (+100) დაისაკუთრეს. ვერცხლის მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68), პაატა ღვინიაშვილი (90), ირინა ლეონიძე (80) და ელენე ქებაძე (+80) გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს კი გივი ნადარეიშვილი (52), დავით ლორიაშვილი (100), სალომე აბაშიძე (56) და თეონა სუხიტაშვილი (68) დასჯერდნენ.

სამბო

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ