ყველა სპორტული სიახლე

მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

14-16 მაისს სპორტკომპლექს „არენა 1-ში" გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონატი მამაკაცთა და ქალთა შორის, ერთეულთა და წყვილთა თანრიგში. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ თბილისის, აჭარის, ქუთაისის, რუსთვის, თელავის, ნინოწმინდის წარმომადგენლები, სულ მონაწილეობდა 47 სპორტსმენი, აქედან 15 ქალი. შეჯიბრის შედეგად გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები.

გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, სპორტი ყველასთვის ფედერაციის პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა და მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გია მელაძემ დააჯილდოვეს. სპორტსმენებს მოპოვებული წარმატება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.


www.msy.gov.ge

სხვადასხვა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ