ყველა სპორტული სიახლე

მოფარიკავეთა ნაკრების მე-10 ადგილი მსოფლიოს თასზე

უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშებას მასპინძლობს. ინდივიდუალური ორთაბრძოლების შემდეგ 1 ნოემბერს გუნდური შეჯიბრება გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა - სანდრო ბაზაძის, ბექა ბაზაძის, მიხეილ მარდალეიშვილის და საბა სულამანიძის შემადგენლობით 1/32 ფინალში ჰონგ კონგის ნაკრები 45:37 დაამარცხა. ჩვენმა ნაკრებმა მე-1/16 ფინალში გერმანიასთან 40:45 წააგო და ბრძოლა უკეთესი ადგილის დასაკავებლად გააგრძელა, სადაც ლონდონის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორ რუმინეთის ნაკრებს 45:44 მოუგო.

მერაბ ბაზაძის გაწვრთნილმა გუნდმა ამავე ანგარიშით ბელარუსს აჯობა და მე-9 ადგილისთვის შეხვედრაში ირანს დაუპირისპირდა. ქართველმა მოფარიკავეებმა შეხვედრა 37:45 დათმეს და მსოფლიოს თასზე 24 ნაკრებს შორის მე-10 ადგილი დაიკავეს.

 

სხვადასხვა, კალათბურთი, ფარიკაობა‎, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ