ყველა სპორტული სიახლე

BMW –ს ყველაზე სწრაფი ორკარიანი ავტომობილის ახალი ფასი დადგინდა (ვიდეო)

BMW ყველაზე სწრაფ კუპეს, M4 GTS-ს შეზღუდული რაოდენიბით, 700 ცალს გამოუშვებს. როგორც კომპანიის პრესსამსახური იუწყება, თეთრი ფერის მოდელის ფასი 167 500 ამერიკული დოლარი იქნება, ხოლო ნაცრისფერის ფასი კი 171 800 დოლარი. 

პირვლად BMW M4 GTS,  ტოკიოს საერთაშორისო ავტოსალონზე იყო წარმოდგენილი 2015 წლის  დასასრულს.  ავტომობილის დეტალები უმეტესად ალუმინის არის,  ასევე  ახალი კარბონის დეტალები, რომელიც უდაოდ ალამაზებს ავტომობილს. გამოსადეგიც გამოდგა, 25% - ით  უფრო ადვილად არის ძრავის გაგრილება შესაძლებელი. ავტომობილის სალონში კი რა თქმა უნდა სპორტულ სავარძლებს ჩააყენებენ, რომელიც ტყავით და ნახევრად ალკანტარით იქნება დაფარული.

ავტომობილს გააჩნია სპორტული მოდერნიზებული 3,0 ლიტრიანი Twinpower Turbo ძრავი. სიმძლავრე კი 500 ც.ხძ შეადგენს. ასევე 600 ცხენის ძალამდე გაძლიერების რესურსი გააჩნია.  100 კმ/სთ სისწრაფის განვითარება კი 3,8 წაშია შესაძლებელი, მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ.





ავტორი: პაატა ჯოხაძე

ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ