ყველა სპორტული სიახლე

“კლივლენდის“ დამაჯერებელი გამარჯვება „ტორონტოსთან“ (ვიდეო)

„კლივლენდმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გასვლამდე ორივე სერია 4:0 მოიგო, საპირისპიროდ „ტორონტოს“ ჯერ „ინდიანასთან“ და შემდეგ „მაიამისთან“ მეშვიდე მატჩის გამართვა დასჭირდა. ლებრონ ჯეიმსის გუნდი ფინალურ დაპირისპირებას ბევრად დასვენებული და მობილიზებული შეხვდა, ტორონტოელები კი გადაღლილები, ენერგიისგან დაცლილები, რაც პირველი შეხვედრის შედეგზეც აისახა.

„კლივლენდმა“ მატჩი 115: 84 მოიგო, თანაც ისე რომ მეტოქეს მიზერული შანსიც არ დაუტოვა. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 22 ქულას იგებდნენ და შესვენებაზე დამშვიდებულები გავიდნენ. კაილი ირვინგმა 27 ქულა ჩააგდო, ლებრონ ჯეიმსმა 24 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი ჩაიწერა. კლივლენდელებმა „ტორონტოს“ ლიდერი კაილ ლოური მოედნიდან უბრალოდ გააქრეს. 8 ქულა 32 წუთში - ეს შედეგი სათადარიგო კალათბურთელს უფრო შეეფერება.







კალათბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ