ყველა სპორტული სიახლე

„გოლდენ სტეიტმა“ ანგარიში გაათანაბრა (ვიდეო)

მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტმა“ დასავლეთ კონფერენციის სერიის პირველ მატჩში მარცხის საპასუხოდ „ოკლაჰომას“ საკადრისი პასუხი გასცა და მეორე შეხვედრა სტუმრად 118:91 მოუგო.

ჩემპიონებმა გუნდურად ითამაშეს, სტეფ კარის 28 ქულას ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულა დაუმატა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც ჩაიწერა.

საპირისპიროდ კევინ დურანტის 29 ქულას ბევრი ვერაფერი მიაშველეს „ოკლაჰომელებმა“ და ლოგიკური მარცხიც მიიღეს. „ოკლაჰომამ“ წააგო სამიანები 7:13, მოხსნები 36:45 და დაკარგვები 12:15, ამ ყველაფერმა კი „გოლდენ სტეიტს“ გამარჯვებისკენ გზა გაუხსნა.

 

 

კალათბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ