ყველა სპორტული სიახლე

ორი ქართველი საბერძნეთის ოლიმპიურ გუნდში (ვიდეო)

საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა რიოში წამსვლელი გუნდის შემადგენლობა, რომელშიც ორი ქართველი შედის. ბერძნები ოლიმპიურ თამაშებზე 77 სპორტსმენით წარსდგებიან. საინტერესოა, რომ საბერძნეთის ოლიმპიურ გუნდს ბრაზილიაში მხოლოდ ორი ძიუდოისტი ეყოლება და ორივე ქართველი - ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი(90 კგ), ანუ იგივე ჯარჯი ზვიადაური და რომან მასტოპულოსი, ცნობილი ქარველი ძიუდოისტის გიორგი რევაზიშვილის ვაჟი.

რევაზიშვილისთვის ეს სადებიუტო ოლიმპიური თამაშებია, ჯარჯი კი მეოთხე ოლიმპიადას შეუტევს. ზვიადაურმა, 2004 წელს ათენში, 17 წლისამ მოიგო ოლიმპიადა და ყველა გააკვირვა, 2012 წელს ლონდონში კი ბრინჯაოს მედალი აიღო. მისი ნიჭის და გამოცდილების გათვალისწინებით თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ჯარჯი რიოშიც მედლისთვის იბრძოლებს. რაც შეეხება მასტოპულოსს, ის საკმაოდ ნიჭიერი და მებრძოლი ბიჭია და ბრაზილიაში მეტოქეებს ბევრ პრობლემას შეუქმნის.





საინტერესო, ოლიმპიური, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ