ყველა სპორტული სიახლე

„კლივლენდი“ „ტორონტოსთან“ სერიაში 2:0 დაწინაურდა (ვიდეო)

„კლივლენდმა“ სერიის მეორე თამაში 108:89 მოუგო „ტორონტოს“ და ისე ჩანს, რომ დიდ ფინალში უპრობლემოდ, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გავა. ლებრონ ჯეიმსის გუნდი მეტოქეს ძალების დაზოგვის, ბრძოლის გარეშე ამარცხებს, რაც კონფერენციის ფინალისთვის ცოტა უჩვეულოა. „ტორონტო“ არ არის ცუდი გუნდი, ასეთ შემთხვევაში კონფერენციის ფინალში ვერც გავიდოდა, მაგრამ „კლივლენდის“ ტოლსწორად თამაში მაინც უჭირს, რაც ბუნებრივია - კაილ ლოურის და დემარ დეროზანის წყვილი, რომელთაც ტრავმის გამო იონას ვალანჩუნასი გამოაკლდათ ვერ სჯობნის ირვინგი-ჯეიმსი-ლავის სამეულს. დღეს გამთენიისას ამათ ჯამში 68 ქულა ჩააგდეს და მატჩის ბედის გადაჭრეს. ეს ბიჭები უბრალოდ დაფრინავენ, თამაშ-თამაშით გადიან მთავარ ფინალში, სადაც დაღლილი და ლიმონივით გამოწურული მეტოქე ელით. მეორე მხარეს „გოლდენ სტეიტს“ და „ოკლაჰომას“ ხომ დიდი ომი აქვთ.





კალათბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ