ყველა სპორტული სიახლე

ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ირმა ხეცურიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, იტალიის ქალაქ კასალე მონფერატოში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე, B-კატეგორიაში ხმლით მონაწილეთა შორის მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ირმამ ჯგუფში ყველა მეტოქე - პოლონელი პაცეკი, რუსი საპოჟნიკოვა, ბერძენი ლოუფაკი, უკრაინელი ესენინა, იტალიელი ვოცენტი და ბელორუსი კასტიუკოვა დაამარცხა. მეოთხედფინალში კვლავ იტალიელ ვოცენტს აჯობა, ნახევარფინალში კი კიდევ ერთ რუსს ირინა მიშუროვას მოუგო და ფინალში გავიდა.

ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში, ქართველ ეტლით მოფარიკავეს, ბელორუსი კასტიუკოვა დაუპირისპირდა, რომელსაც ჯგუფში ირმამ 5-0 მოუგო. ამჯერად შეხვედრა, ბელორუსის უპირატესობით წარიმართა და მისი გამარჯვებით 15-9 დასრულდა.

საქართველოს პარალიმპური კომიტეტი

პარასპორტი

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ