ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულიას 16 ქულა და 12 მოხსნა “ლეიკერსთან“

ნბა-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩები გაიმართა. ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიქსი“ “ლეიკერსს“ ესტუმრა და 103:93 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო და ორმაგი დუბლი მიითვალა - 29:17 წუთში, 16 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება გააკეთა.

დალასელთაგან საუკეთესო დირკ ნოვიცკი იყო 25 ქულით, 9 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით. ლეიკერსს ჯულიუს რენდლიმ ულიდერა - მის ანგარიშზე 22 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. "დალასი" მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს საკუთარ მოედანზე"ტორონტოსთან" გამართავს.

mysports.ge

ფეხბურთი, ინტერვიუ, სხვადასხვა, ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ