ყველა სპორტული სიახლე

ლელო და შვიდკაცა რაგბი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს რაგბის კავშირის და საქართველოს ლელოს ფედერაციის მხარდაჭერით სენაკში დაწყო სამეგრელოს ჩემპიონატი ლელოსა და შვიდკაცა რაგბიში, რომელიც ორ თვეს გასტანს. შეჯიბრების უშუალო ორგანიზატორები არიან სეოკ-ის სამეგრელოს რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაცია (თავმჯდომარე დავით კილასონია), რეგიონის რაგბის კავშირი (თავმჯდომარე გაიოზ მონიავა) და სენაკის სასპორტო გაერთიანების(დირექტორი ელგუჯა კვაშილავა).

შეჯიბრებაში მონაწილეობს ორ ჯგუფად გაყოფილი რვა გუნდი. პირველ ჯგუფში გამოდიან სენაკი, ხობი, მარტვილი და აბაშა, მეორეში - ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ფოთი.

პირველი ჯგუფის სასტარტო მატჩები სენაკის რაიონის ისტორიულ სოფელ ნოქალაქევში გაიმართა. ლელოში მარტვილმა მოუგო სენაკს 6:3, რაგბიში კი სენაკმა იმარჯვა - 19:7. ხობელებმა აბაშელები ლელოში 8:1 დაამარცხეს , რაგბიში კი - 31:5.

ტურნირის სტარტს დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ლელოს ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა, მარტვილის გამგებელმა, ცნობილმა ვეტერანმა ლელოელმა და მორაგბემ ალექსანდრე გრიგალავამ.

WWW.GEONOC.ORG.GE

ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ