ყველა სპორტული სიახლე

ტარიელ ხეჩიკაშვილი 19-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებს შეხვდა

24 მაისს, სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილესთან,შალვა გოგოლაძესთან ერტად ესტუმრა „ოლიმპიკის" საცურაო აუზს და საქართველოს 19-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა. მინისტრმა და საწყლოსონო სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ახალაგზრდული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ნაკრების წევრებიც.

შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა თბილისის "ოლიმპიკის" აუზში გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე წარმატებით ითამაშა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, რომელსაც სექტემბერში ჰოლანდია უმასპინძლებს. გელა ტუკვაძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქეები საფრანგეთის, სლოვაკეთის, ბელორუსის და ფინეთის ნაკრებები იყვნენ. ფინალური ეტაპის საგზური კი საქართველომ და სლოვაკეთმა მოიპოვეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მატჩები
საქართველო - საფრანგეთი  - 13:4
საქართველო - სლოვაკეთი  - 13:5
საქართველო-ბელორუსი  - 15:4
საქართველო-ფინეთი - 23:4

საბოლოო ცხრილი

1. საქართველო    4          4         0          0          64:17 12

2. სლოვაკეთი      4          3         0          1          43:24 9

3. საფრანგეთი     4          2         0          2          38:36 6

4. ბელორუსი      4          1         0          3          46:50 3

5. ფინეთი           4          0         0          4          16:770

msy.gov.ge

წყალბურთი, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ