ყველა სპორტული სიახლე

რიოს ორი ლიცენზია ალმატიდან

საქართველოს მძლეოსანთა ნაკრების წევრებმა - ლაშა თორღვაიძემ და ბენიკ აბრამიანმა რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს. ეს ამბავი ყაზახეთის თასის ღია ჩემპიონატზე მოხდა, რომელსაც ქალაქი ალმატი მასპინძლობს.

ლაშა თორღვაიძემ ლიცენზია სამმაგ ხტომაში, ხოლო ბენიკ აბრამიანმა ბირთვის კვრაში დაისაკუთრა.

ლაშა თორღვაიძე 16.87 მეტრზე გადახტა, ბენიკ აბრამიანმა კი ბირთვი 20.54 მეტრზე სტყორცნა. ჩვენი მძლეოსნები ტურნირის ჩემპიონები და ლიცენზიის მფლობელები გახდნენ. ამრიგად, მძლეოსობის ფედერაციას რიოს 4 ლიცენზია აქვს - მარათონელმა დავით ხარაზიშვილმა და სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ ოლიმპიური თამაშების საგზური უკვე მოიპოვეს.

ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ