ყველა სპორტული სიახლე

ქალ მშვილდოსანთა ნაკრები ევროპირველობის ფინალშია

ინგლისის ქალაქ ნოტინგემში მიმდინარე მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინას შეხვდება. ჩვენებმა საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ 1842 ქულა დააგროვეს და მე-12 პოზიციაზე გავიდნენ, სადაც საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა და ფინალში გავიდა. ქრისტინე ესებუამ, იულია ლობჟანიძემ და ხათუნა ნარიმანიძემ მერვედფინალში ბელარუსი 5:4 დაამარცხეს, მეოთხედფინალში იგივე ანგარიშით თურქეთს სძლიეს, ნახევარფინალში კი ბრიტანეთს 5:3 აჯობეს. ოქროს მედლებისთვის ბრძოლა 29 მაისს შედგება.

მშვილდოსნობა‎

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ