ყველა სპორტული სიახლე

ტარიელ ხეჩიკაშვილი წარმატებულ სამბისტებს შეხვდა (ვიდეო)

27 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი „ქართული სპორტის" მუზეუმში სამბისტთა ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. პრესკონფერენციას დაესწრნენ სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ჯონდო მუზაშვილი

ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი გოგონებს შორის გახდა - ნინო ოძელაშვილი (72), რაც ქართული სამბოს ისტორიაში პირველად მოხდა.

ვაჟებს შორის ჩემპიონის ტიტული ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), ნიკო კუციამ (82) და ბექა ბერძენიშვილმა (+100) დაისაკუთრეს. ვერცხლის მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68), პაატა ღვინიაშვილი (90), ირინა ლეონიძე (80) და ელენე ქებაძე (+80) გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს კი გივი ნადარეიშვილი (52), დავით ლორიაშვილი (100), სალომე აბაშიძე (56) და თეონა სუხიტაშვილი (68) დასჯერდნენ.



www.msy.gov.ge

სამბო

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ