
მაქს ფერსტაპენის ავარია მონაკოს გრან-პრიზე (ვიდეო)
რედ ბულის პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა მონაკოს გრან-პრის საკვალიფიკაციო ეტაპზე საჭე ვერ დაიმორჩილა და ავარიაში მოყვა.
შეგახსენებთ, რომ ფერსტაპენი რედ ბულში ტორო როსოდან რამდენიმე კვირის წინ დააწინაურეს, რის შემდეგაც 18 წლის ჰოლანდიელი ესპანეთის გრან პრიზე ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა, რომელმაც ეტაპის მოგება შეძლო.