ყველა სპორტული სიახლე

თომას ბახი: "ჩვენ ვმოქმედებთ სწრაფად და ახლავე"

პარასკევს, 27 მაისს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშებში მონაწილე სპორტსმენთა დოპინგ-სინჯების განმეორებითმა ანალიზმა, ისევ როგორც პეკინის ოლიმპიადის შემთხვევაში, აკრძალული ნივთიერებების კვალი გამოავლინა. ამჯერად დისკვალიფიკაცია ემუქრება სპორტის 5 სახეობის 23 სპორტსმენს 6 ქვეყნიდან. მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (ვადა) მეშვეობით, სოკ-მა სულ 265 სინჯი გადაამოწმა, რომლებიც შეირჩა 2015-2016 წლებში მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე.

რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიელთა რიგებიდან გარიცხვა ემუქრება 12 ქვეყნის 31 სპორტსმენს, რომელთა 2008 წლის სინჯების განმეორებითი ტესტირებისას ასევე აღმოაჩინეს აკრძალული პრეპარატების კვალი.

"ეს ღონისძიებები კიდევ ერთხელ ადასტურებს სოკ-ის მტკიცე ნებას დოპინგთან ბრძოლის საქმეში. ჩვენ არ გვინდა, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე აღმოჩნდნენ უღირსი ათლეტები. ამიტომაც ჩვენ ვმოქმედებთ სწრაფად და ახლავე. მე უკვე დავნიშნე სადისციპლინო კომისია, რომელსაც სრული უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილებები სოკ-ის სახელით,"_ განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

 www.geonoc.org.ge 

ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ