ყველა სპორტული სიახლე

გოროზიას მწვრთნელმა შესაძლოა ''სანდერლენდი'' ჩაიბაროს

როგორც Daily Star იუწყება სტაბეკის მთავარმა მწვრთნელმა ბობ ბრედლიმ შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა ''სანდერლენდში'' გააგრძელოს. კლუბი ასევე განიხილავს სემ ელერდაისის კანდიდატურას.

ინგლისური კლუბი პრემიერლიგაში 3 ქულით მე-19 ადგილზეა და გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია. ამის გამო გუნდის მთავარი მწვრთნელი დიკ ადვოკატი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი ამდრომდე ვაკანტურია.

რაც შეეხება ამერიკელ მწვრთნელს, ბობ ბრედლი 2014 წლიდან ნორვეგიულ კლუბს წვრთნის. მიმდინარე სეზონში სტაბეკი წარმატებულად ასპარეზობს და მხოლოდ ლიდერ ''რუსენბორგს'' ჩამორჩება.

შეგახსენებთ, სტაბეკის შემადგენლობაში 20 წლის ქართველი გიორგი გოროზია რეგულარულად თამაშობს. ამჟამად ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ესპანეთთან თამაშისთვის ემზადება.

ფეხბურთი, სხვადასხვა, ზამთრის სახეობები, ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ